Accentnews.ge
პანდემიის პერიოდში აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში 62 კოვიდ–ინფიცირებული პაციენტია  გადმოყვანილი

პანდემიის პერიოდში აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში 62 კოვიდ–ინფიცირებული პაციენტია გადმოყვანილი

15/09/2020 13:27:02 კონფლიქტები

მიმდინარე წლის მარტიდან ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენი საქართველოს კოვიდ–კლინიკებში სამკურნალოდ სულ გადმოყვანილია 62 კოვიდ–ინფიცირებული პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაცია „ეხო კავკაზას“ საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში განუცხადეს.

უწყების ცნობით, პაციენტების უმრავლესობა არიან „ენგურჰესის“ თანამშრომლები, რომელთაც კორონავირუსი ბოლო დღეების განმავლობაში დაუდასტურდათ. 11 პაციენტი „ენგურჰესის კლასტერს“ არ განეკუთვნება.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი კორონავირუსისგან დაცვის ოპერატიული შტაბის ცნობით, COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 674-ს შეადგენს, მათ შორის გამოჯანმრთელდა 186 და გარდაიცვალა 7 ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S