საელჩო ისრაელში ჩასვლისა და ქვეყნის დატოვების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

15-09-2020 19:12:38 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებს ისრაელში ჩასვლისა და ქვეყნის დატოვების წესების თაობაზე აფრთხილებს.

როგორც ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მგზავრები ვალდებული არიან, ისრაელში ჩასვლამდე ან ქვეყნის დატოვებამდე ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ვებ–გვერდზე განთავსებული ელექტრონული ფორმა სულ მცირე 24 საათით ადრე შეავსონ.

„ისრაელში არსებული რეგულაციით, მგზავრი, რომელიც ჩამოდის ან მიემგზავრება ისარელიდან, ვალდებულია, გაფრენამდე სულ მცირე 24 საათით ადრე შეავსოს ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ვებ–გვერდზე განთავსებული ელექტრონული ფორმა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები