
Edison Research: გლდანსა და ვაკეში ოპოზიციის კანდიდატები ლიდერობენ
15/09/2020 17:13:16 საშინაო პოლიტიკა
Edison Research-ის კვლევის შედეგებით, კითხვაზე, "თუ ვის მისცემდნენ ხმას გლდანის მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს?", პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:
- ნიკა მელია, ენმ - 52%;
- ლევან კობიაშვილი, "ქართული ოცნება" - 33%;
- გიგლა მიქაუტაძე, "ლელო" - 12%.
- ლაშა გიორგაძე - "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი" - 2%;
- სანდრო ბრეგაძე - "ქართული მარში" - 1%;
კვლევის შედეგებით, კითხვაზე, "თუ ვის მისცემდნენ ხმას ვაკის მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს?", პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:
- ელენე ხოშტარია, "ევროპული საქართველო" - 39%;
- ნოდარ ტურძელაძე," ქართული ოცნება" - 37%;
- ბექა ნაცვლიშვილი, "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" - 7%;
- ლევან კობერიძე, "ლელო" - 5%;
- გია გაჩეჩილაძე, "საქართველოს მწვანეთა პარტია" - 4%;
- ბიძინა გეგიძე, "დამოუკიდებელი კანდიდატი" - 2%;
- სხვა კანდიდატები - 6%;
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.
კვლევა 25 აგვისტო - 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.0%-ია.