
Edison Research- რესპონდენტთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ოპოზიციური კოალიციის პრემიერობის კანდიდატი დავით ბაქრაძე უნდა იყოს
15/09/2020 17:40:43 საშინაო პოლიტიკა
Edison Research- ის კვლევის შედეგებით, რესპონდენტების ყველაზე დიდი წილი - 25% - აცხადებს, რომ ოპოზიციური კოალიციის პრემიერმინისტრობის კანდიდატი, კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში, "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე უნდა იყოს.
პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- დავით ბაქრაძე - 25%;
- გიორგი ვაშაძე (სტრატეგია აღმაშენებელი) - 19%;
- გრიგოლ ვაშაძე - 18%;
- მიხეილ სააკაშვილი - 15%;
აღსანიშნავია, რომ ეს კითხვა დაუსვეს იმ ამომრჩევლებს, რომელთაც პარლამენტის მმართველის როლში არა "ქართული ოცნების", არამედ სხვა პარტი(ებ)ის ხილვა სურთ. გამოკითხვის მიხედვით, აღნიშნული პოზიცია გამოკითხულთა 57%–მა დააფიქსირა.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.
კვლევა 25 აგვისტო - 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.0%-ია.