საქართველოში COVID-19-ის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

16-09-2020 10:21:16 საზოგადოება

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19-ის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს მოროგი ანტირეკორდია საქართველოსთვის დღიური მაჩვენებლის თვალსაზრისით. ვირუსისგან განიკურნა კიდევ 31 პირი. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ვებ–გვერდზე განახლდა.

ცნობისთვის: პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 2758 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან ჯამში 1412 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში რჩება 6633 მოქალაქე,

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.

ცნობისთვის: ბოლო ერთი კვირაა, საქართველოში კორონავირუსის დღიური მაჩვენებელი ასეულის ფარგლებში ფიქსირდება.

ამ დროისთვის "წითელ ზონად" არის გამოცხადებული აჭარის რეგიონი, საქართველოს დიდ ქალაქებში კი საკლასო ოთახებში სწავლა ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, 1 ოქტომბრამდე გადაიდო. 15 სექტემბერს ვირტუალური საგაკვეთილო პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობდა. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან და შეეცდებიან, ხარვეზები მინიმუმამდე დაიყვანონ. სამინისტროში ამ დროისთვის გადაჭრით ვერ ამბობენ, განახლდება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში 1 ოქტომბრიდან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები