
იაპონიას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს
16/09/2020 06:46:02 მსოფლიო
იაპონიას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. ქვეყნის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა მმართველი "ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის" ახალი თავმჯდომარე 71 წლის იოშიჰიდე სუგა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
იოშიჰიდე სუგა წლების განმავლობაში იაპონიის მთავრობის გენერალური მდივანი იყო. იგი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობასაც იკავებდა.
იაპონიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ აგვისტოს ბოლოს განაცხადა, რომ თანამდებობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტოვებდა.