
სამხრეთ კავკასიაში კოვიდ–ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებლით სომხეთი ლიდერობს
16/09/2020 07:26:58 მსოფლიო, საზოგადოება
სამხრეთ კავკასიაში კოვიდ–ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებლით სომხეთი ლიდერობს. კერძოდ ბოლო 24 საათში სომხეთში ახალი კორონავირუსით 257 ადამიანი დაინფიცირდა, აზერბაიჯანში – 114, ხოლო საქართველოში – 196.
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2758-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1412. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.
ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა როდენობამ 939 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 29 734 000–ზე მეტი ადამიანი, 21 547 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.