Accentnews.ge
ჯანმო: "პანდემიამდე არსებულ ცხოვრების წესს სავარაუდოდ, 2022 წლამდე ვერ დავუბრუნდებით, ასე რომ, არსებული რეკომენდაციების დაცვა კიდევ დიდხანს მოგვიწევს"

ჯანმო: "პანდემიამდე არსებულ ცხოვრების წესს სავარაუდოდ, 2022 წლამდე ვერ დავუბრუნდებით, ასე რომ, არსებული რეკომენდაციების დაცვა კიდევ დიდხანს მოგვიწევს"

16/09/2020 08:02:55 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უფროსი მეცნიერ–თანამშრომლის სუმია სვამინატანის განცხადებით, მსოფლიო Covid-19-ის პანდემიამდე არსებულ ცხოვრების წესს შესაძლოა, 2022 წლამდე ვერ დაუბრუნდეს.

"ვფიქრობთ ნორმალურ ცხოვრების წესს სავარაუდოდ, 2022 წლამდე ვერ დავუბრუნდებით, ამ პერიოდისთვის ხალხის საკმაო რაოდენობა დაიწყებს ვაქცინის მიღებას, რათა იმუნიტეტი გამომუშავდეს. ასე რომ, დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენ უნდა დავიცვათ იგივე ტიპის ზომები, რომლებიც ამჟამად არსებობს, ესაა – პირბადე, სოციალური დისტანცირება და ჰიგიენის ნორმების დაცვა. მოსახლეობის 60–70%–ში მაინც უნდა იყოს იმუნიტეტი გამომუშავებული, რომ ინფიცირების შემთხვევების დრამატული კლება მოხდეს", – განაცხადა სვამინატანმა.

ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა როდენობამ 939 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 29 734 000–ზე მეტი ადამიანი, 21 547 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2758-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1412. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S