Accentnews.ge
„ვაფინანსებთ“ – კალაძე ხალხმრავალ ღონისძიებებთან კავშირს განმარტავს

„ვაფინანსებთ“ – კალაძე ხალხმრავალ ღონისძიებებთან კავშირს განმარტავს

16/09/2020 07:58:59 საზოგადოება

თბილისის მერი კახა კალაძე ირწმუნება, რომ სიცრუეა, თითქოს თბილისის მერია დედაქალაქში კონცერტებს ორგანიზებას უწევს.

როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მერია კონცერტებს უბრალოდ აფინანსებს, რეგულაციების დაცვის ვალდებულება კი ღონისძიების ორგანიზატორებს აქვთ.

"ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს თბილისის მერია ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახის კონცერტებსა და ღონისძიებებს. თითოეულ ღონისძიებას ჰყავს ორგანიზატორი და ყველა ვალდებულია, რეკომენდაციები დაიცვას.

ჩვენ, რა თქმა უნდა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს მხარდაჭერა გამოვუცხადეთ, ვაფინანსებთ სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება კონცერტები, ბენდები, მომღერლები – ჩვენ ამას გავაგრძელებთ და ადამიანებს პრობლემის წინაშე არ დავტოვებთ არასდროს. ამისთვის ჩვენს ბიუჯეტში დაახლოებით, 3 მილიონი ლარი იქნა მოძიებული", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის: 10 სექტემბრიდან ღია ცის ქვეშ დაგეგმილ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობა 200 ადამიანამდე შეიზღუდა; აიკრძალა ღამის კლუბები ღია სივრცეებში. შეზღუდვები შეეხო ქორწილებს, იუბილეებს, ქელეხებსა და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, სადაც დამსწრეთა რაოდენობა 10 კაცს აღემატება.

ინფორმაციისთვის: მსგავსი შეზღუდვების ფონზე, 12 სექტემბერს მერიის ნებართვით კიკვიძის ბაღში კონცერტი გაიმართა. მერიის ნებართვითვე, 14-15-16 სექტემბერს თბილისში მუსიკალური ფესტივალი იმართება.

გასართობ თუ „სამასპინძლო“ სფეროში დასაქმებული პირები შერჩევით დამოკიდებულებაზე საუბრობენ, მით უფრო, რომ დაგეგმილი ღონისძიებების ჩაშლა მოუწიათ და ამისთვის გაფრთხილება რიგ შემთხვევაში რამდენიმე საათით ადრე მიიღეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S