Accentnews.ge
"Covid-19 ვაქცინის გარეშე, "პოპულაციური მენტალიტეტის" გამომუშავების შედეგად გაქრება"

"Covid-19 ვაქცინის გარეშე, "პოპულაციური მენტალიტეტის" გამომუშავების შედეგად გაქრება"

16/09/2020 08:14:22 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, Covid-19 ვაქცინის გარეშე გაქრება.

როგორც მან ტელეკომპანია ABC–ს ჟურნალისტ ჯორჯ სტეფანოპულოსთან საუბრისას განაცხადა, კორონავირუსის გაქრობას "პოპულაციური მენტალიტეტის" გამომუშავება" განაპირობებს.

უცნობია გულისხმობდა თუ არა დონალდ ტრამპი „პოპულაციურ იმუნიტეტს“, თუმცა აღსანიშნავია, რომ მან ჟურნალისტთან საუბრისას "პოპულაციური მენტალიტეტი" რამდენჯერმე ახსენა.

„Covid-19 ვაქცინის გარეშე გაქრება, ჯორჯ. დროთა განმავლობაში ის გაქრება. განვითარდება "პოპულაციური მენტალიტეტი". სწორედ ასე მოხდება ყველაფერი“, – დასძინა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ Covid-19–ით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 939 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 29 734 000–ზე მეტი ადამიანი, 21 547 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2758-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1412. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S