
გარდაბნის ერთ–ერთი სკოლიდან მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა
16/09/2020 08:20:26 საზოგადოება
გარდაბანში, სკოლაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია რომ გარდაბანში, სადგურის ქუჩაზე, მესამე საჯარო სკოლის შენობაში იყო ხანძარი.
დგილზე სახანძრო-სამაშველი ეკიპაჟები გამოცხადნენ უმოკლეს დროში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათი ინფორმაციით, ხანძარი იყო ოთხსართულიანი საჯარო სკოლის შენობის მეორე სართულზე – ერთი ოთახი. შენობიდან მოსწავლეები და პედაგოგები უსაფრთხოდ გამოვიდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო სამი ეკიპაჟი.