Accentnews.ge
"სრულიად მესმის, რატომ გაჩნდა პარლამენტში შესვლის იდეა"

"სრულიად მესმის, რატომ გაჩნდა პარლამენტში შესვლის იდეა"

23/06/2019 19:10:47 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე უმცროს ვაჟთან ერთად მივიდა. 

"პოლიტიკოსების გარეშე ნაკლები შანსი აქვს აქციას - გამოცდილი ხალხია და უფრო იციან, როგორ დაელაპარაკონ მთავრობას მიზნისმისაღწევად, რადგან აქ ძალიან ძირეულ ცვლილებებზე ვსაუბრობთ. მე დედა ვარ და მინდა, ვიცხოვრო საქართველოში, რომელიც თავისუფალია და რომელზეც რუსეთის გავლენა არ იქნებ.  სრულიად მესმის, რატომ გაჩნდა პარლამენტში შესვლის იდეა, იქ არ ვიყავი, მაგრამ მესმის, რადგან სწორედ იქ იმყოფებოდნენ ის ადამიანები, რომლებმაც გამოიწვიეს ეს პროტესტი. არ ვგეგმავ სიტყვით გამოსვლას, მხარს ვუჭერ ახალგაზრდებს, მათ მოთხოვნებს და მინდა, მოვუსმინო მათ - ამისთვის მოვედი, როგორც რიგითი მოქალაქე და აქციის რიგითი წევრი. ორი ქართველის დედა ვარ" - განაცხადა რულოვსმა. 

ცნობისთვის, აქცია, რომლის მთავარი მოთხოვნებია, შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა, 20-21 ივნისს, დაკავებული მომიტინგეე გათავისუფლება და 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება, ოთხი დღეა მიმდინარეობს.

რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა 20 ივნისს რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომას, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას პროპორციული სისტემით. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. რამდენიმე მათგანისთვის თვალის შენარჩუნება ვერ მოხერხდა. ხელისუფლება აქციის დარბევაზე და მოქალაქეების დაშავებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიციას და არ აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S