Accentnews.ge
მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სრული კარანტინი არ იგეგმება

მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სრული კარანტინი არ იგეგმება

16/09/2020 11:14:35 საზოგადოება

საგანგებო მდგომარეობა და სრული კარანტინი არ იგეგმება, მათ შორის, ბათუმშიც,– ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

„შეზღუდვვები მიმდინარეობს ლოკალურად და წერტილოვნად იქ, სადაც ამის საჭიროება არსებობს“,– განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, დაიწყება მასობრივი თერმო–სკრინინგი კომერციულ დაწესებულებებში და ის პირები, რომელთაც ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, ტესტირებას დაექვემდებარებიან.

რაც შეეხება სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, მეზვრიშვილი ირწმუნება, რომ მთავრობა ინტენსიურად მუშაობს სფეროში დასაქმებული ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად.

ინფორმაციისთვის: თავად ხსენებულ სფეროში დასაქმებულები კომუნიკაციის არარსებობაზე საუბრობენ. მათ აქცია რამდენჯერმე გამართეს.

მეზვრიშვილი ამბობს, რომ დაწესებულ შეზღუდვების აღსრულებაზე კონტროლი გამკაცრებულია და მოქალაქეებს დახურულ სივრცეებში, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების ტარებისკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S