
ეროვნული ბანკის მიერ დღეს 40 მლნ აშშ დოლარის გაყიდვის შემდეგ ლარი 0,0001 თეთრით გამყარდა
16/09/2020 13:01:52 ეკონომიკა
ეროვნული ბანკის მიერ ხელოვნური ჩარევის შემდეგ ლარი 0,0001 თეთრით გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი კურსის მიხედვით, 17 სექტემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1547 ლარი იქნება, 1 ევროსი – 3.7440 ლარი.
დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1546 ლარი იყო, 1 ევროსი – 3.7521 ლარი.
გაცვლითი კურსის გამყარებას წინ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება უძღოდა. სებ-მა დღეს სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.