Accentnews.ge
როგორ დაეხმარება „მასტერქარდი“ საქართველოს ტურიზმის სექტორს

როგორ დაეხმარება „მასტერქარდი“ საქართველოს ტურიზმის სექტორს

16/09/2020 13:00:54 ეკონომიკა

„მასტერქარდი“ (MasterCard) პოსტკრიზისულ პერიოდში საქართველოს ტურიზმის სექტორის განვითარების ხელშეწყობაში დაეხმარება, – იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და „მასტერქარდი​ს“ ვიცე-პრეზიდენტის ნიკოლა ვილლას შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ რელიზში.

რელიზის თანახმად, თანამშრომლობის მემორანდუმი „მასტერქარდსა“ და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის 17 სექტემბერს გაფორმდება და გლობალური საგადახადო და ტექნოლოგიური კომპანია ქვეყანას ტურიზმის შესახებ მონაცემების, ცოდნისა და ანალიზის გაზიარების, აგრეთვე, მარკეტინგული საქმიანობისა და ინვესტიციების დაგეგმვის ნაწილში, ერთი წლის განმავლობაში უფასოდ დაეხმარება.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურთან გამართულ შეხვედრაზე „მასტერქარდის“ ვიცე-პრეზიდენტმა აღინიშნა, რომ წინა წლების მაჩვენებლებით საქართველო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთი ლიდერი იყო მსოფლიოში და კომპანია მზად არის, დაეხმაროს ქვეყანას პოსტკრიზისულ პერიოდში, როგორც ტურიზმის სექტორის, ისე ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის თვალსაზრისით.

შეხვედრისას აგრეთვე განიხილეს ციფრული ტექნოლოგიების, ელექტრონული გადახდებისა და მონაცემთა ანალიზის განვითარების შესაძლებლობები ახალი კორონავირუსის და პანდემიის დაძლევის მიმართულებით და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

„ვიცით, რომ პანდემიიდან გამოყვანა სჭირდება დარგს და დასახმარებლად მოვედით. პროგრამაში გვაქვს ეკონომიკური ზრდა, განსაკუთრებული აქცენტებით ტურიზმის სფეროში. სამომავლო ნაბიჯებს რაც შეეხება, ძლიერი თანამშრომლობა გვექნება საქართველოს მთავრობასა და „მასტერქარდს“. ძირითადი აქცენტი გაკეთდება ტურიზმის სფეროში საჭირო მონაცემებზე, ერთობლივი ინიციატივების განხორციელების ნაწილში, რათა არა მხოლოდ არსებული ბაზრები, არამედ ახლებიც იქნას ათვისებული იმ სამინისტროს მიერ, რომელიც ტურიზმის სექტორს კურირებს. საუბარია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაზეც და მასთან თანამშრომლობაზე ქვეყნის ამ მნიშვნელოვანი დარგის სამომავლო ზრდისა და განვითარების მიზნით“,- განაცხადა ნიკოლა ვილლამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S