Accentnews.ge
ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი დახმარებას ითხოვს

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი დახმარებას ითხოვს

16/09/2020 15:31:53 სამართალი

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, უკვე მეორე დღეა, სოციალური ქსელით ახალგორის დე ფაქტო პროკურორის მხრიდან მუქარასა და ზეწოლაზე ავრცელებს ინფორმაციას.

„ბოლო 10 დღეა, თავდასხმის ობიექტი გავხდი - სოციალური ქსელით ვიღებ მუქარას, იყენებენ სიძულვილის ენას, ცილისმწამებლურ გამონათქვამებს. განსაკუთრებულად აქტიურობს ჩვენი რაიონის მოქმედი პროკურორი ალან კულუმბეგოვი. უკვე ღიად მიწერენ, რომ "შეიძლება ქართველებმა მოგკლან, რომ ოსებს დაგვბრალდეს".

გუშინ პროკურორმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გამოაქვეყნა "ჩვენება", რომელიც ეკუთვნის საქართველოს მოქალაქე ოთარ ტაბატაძეს, სადაც ამოვიკითხე, თითქოს ჩემი მიმართვის შემდეგ ქართულმა პოლიციამ მისი შვილი აიყვანა მძევლად, რომ მამამისი გასულიყო ახალგორიდან მცხეთაში დაკითხვაზე...

ადგილობრივი პროკურატურა, ვფიქრობ, მიზეზს ეძებს ახალი საქმის წამოსაწყებად ჩემ წინააღმდეგ, რაშიც საქართველოს მოქალაქეებიც ეხმარებიან და ცრუ ჩვენებებს აძლევენ.

დაცვის სხვა ბერკეტი აქ არ გამაჩნია, გარდა აქ დაფიქსირებისა და თქვენთვის მომართვისა. გთხოვთ, დამეხმაროთ შეწყდეს ეს ყველაფერი და თავი ვიგრძნო დაცულად“, - წერს თამარ მეარაყიშვილი სოციალურ ქსელში და ახალგორის დე ფაქტო პროკურორის მიერ დაწერილი კომენტარების ფოტოასლებსაც აქვეყნებს.

თამარ მეარაყიშვილმა უკვე მიმართა დე ფაქტო გენერალურ პროკურატურას განცხადებით, მოიკვლიონ მათი თანამშრომლის ქცევა და დანაშაულის ნიშნები, რომლებიც მის მიმართ იკვეთება. მეარაყიშვილს დე ფაქტო გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, რომ პასუხს გასცემენ საქმის მოკვლევის შემდეგ, ერთ თვეში.

თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ თითქმის ორი წელია, ახალგორის პროკურორის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს ისმენს და ითმენს, მაგრამ ბოლო პერიოდში ეს ყველაფერი უკვე მუქარაში გადავიდა და ის თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S