Accentnews.ge
რაგბის კავშირის ვიცე–პრეზიდენტი დააკავეს

რაგბის კავშირის ვიცე–პრეზიდენტი დააკავეს

16/09/2020 17:13:08 სამართალი

მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ბრალდებით, რაგბის კავშირის ვიცე–პრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს.

შსს–ს ცნობით, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა 1988 წელს დაბადებულ რ. ხ.-ს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იხილეთ ასევე: „კლანის“ არსებობაზე ქართული რაგბის სამყარიშიც ალაპარაკდნენ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S