Accentnews.ge
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების დირექტორი: "პირბადე კოვიდ 19-სგან დაცვის უფრო მეტ გარანტიას იძლევა, ვიდრე ვაქცინა"

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების დირექტორი: "პირბადე კოვიდ 19-სგან დაცვის უფრო მეტ გარანტიას იძლევა, ვიდრე ვაქცინა"

17/09/2020 06:00:51 მსოფლიო

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორი რობერტ რედფილდი აცხადებს, რომ პირბადე Covid-19-სგან დაცვის უფრო მეტ გარანტიას იძლევა, ვიდრე ვაქცინა.

„მინდა ვთქვა, რომ პირბადე კოვიდ 19-სგან დაცვის უფრო მეტ გარანტიას მაძლევს, ვიდრე ვაქცინაცია, რადგან იმუნოგენურობა შეიძლება 70% იყოს და თუ არ მექნება იმუნური პასუხი, ვაქცინა ვერ დამიცავს, პირბადე - კი," - განაცხადა რობერტ რედფილდმა.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და პირბადეები გამოიყენონ.

რობერტ რედფილდის კომენტარს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან არასწორი ინფორმაცია გააჟღერა. „ვფიქრობ, მან შეცდომა დაუშვა, როცა ეს თქვა. ეს უბრალოდ არასწორი ინფორმაციია", - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში Covid-19–ით ყველაზე მეტი ადამიანი აშშ–ში დაინფიცირდა და გარდაიცვალა.

ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 945 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 30 000 000–ზე მეტი ადამიანი, 21 809 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S