Accentnews.ge
IRI - რესპონდენტთა 36% მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს, 15 % - „ნაციონალურ მოძრაობას“

IRI - რესპონდენტთა 36% მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს, 15 % - „ნაციონალურ მოძრაობას“

17/09/2020 07:02:11 საშინაო პოლიტიკა

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა 36% არჩევნებზე მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს, 15 % - „ნაციონალურ მოძრაობას“.

კითხვაზე, "ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას?", ხმები კი ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება“ – 36 %
  • „ნაციონალურ მოძრაობა“ –15 %
  • „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“ – 4%
  • „ახალი საქართველოსთვის -სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4%
  • „პატრიოტთა ალიანსი“- 4%
  • „ლეიბორისტული პარტია“- 3%.
  • ამომრჩეველთა 23 % კი აცხადებს, რომ არ იცის, ან პასუხი არ აქვს.

გამოკითხვა Institute of Polling and Marketings-მა 4-დან 21 აგვისტოს შუალედში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს გზით 1 500 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევა US Agency for International Development-ის მიერაა დაფინანსებული. მისი საშუალო ცდომილება 2.5%-ია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S