Accentnews.ge
IRI: რესპონდენტთა 74% აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს

IRI: რესპონდენტთა 74% აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს

17/09/2020 07:07:12 საშინაო პოლიტიკა

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა რესპონდენტთა 74% აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს.

კითხვაზე, "რამდენად სავარაუდოა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებთ?", რესპონდენტთა 90% დადებითად პასუხობს, ამათგან 74% ამბობს, რომ აუცილებლად წავა, 16%-ის პასუხია "ალბათ კი". ამავე კითხვაზე 9% პასუხობს უარყოფითად და მხოლოდ 2%-მა თქვა, რომ არ იცის, წავა თუ არა არჩევნებზე.

გამოკითხვა Institute of Polling and Marketings-მა 4-დან 21 აგვისტოს შუალედში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს გზით 1 500 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევა US Agency for International Development-ის მიერაა დაფინანსებული. მისი საშუალო ცდომილება 2.5%-ია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S