როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები საქართველოს რეგიონების მიხედვით

17-09-2020 11:00:01 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის მარინა ეზუგბაიას ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევიდან უმეტესი ნაწილი აჭარაში გამოვლინდა, თუმცა ახალი ტიპის ვირუსის შემთხვევები კვლავ ფიქსირდება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებშიც.

ეზუგბაიას თანახმად, რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • აჭარა – 126
  • იმერეთი – 16
  • თბილისი –15
  • სამეგრელო–ზემო სვანეთი – 7
  • მცხეთა–მთიანეთი – 7
  • გურია – 4
  • კახეთი – 4

ეზუგბაიას ცნობით, სადღეისოდ კოვიდ–ცენტრებსა და სპეციალურად გამოყოფილ სასტუმროებში 1488 პაციენტი მკურნალობს ან გადის მეთვალყურეობას, მათგან 9 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო 70–მდე პირის – მძიმე.

ეზუგბაიას თანახმად, ჩატარდა 11 125 პისიარ–ტესტი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები