
IRI: პანდემიის დაწყების შემდეგ რესპონდენტთა უმეტესობის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა
17/09/2020 07:16:02 საზოგადოება
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პანდემიის დაწყების შემდეგ რესპონდენტთა უმეტესობის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა.
შეკითხვაზე: როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა პანდემიის დაწყების შემდეგ?, პასუხები ასე ნაწილდება:
საგრძნობლად გაუმჯობესდა -1%, გარკვეულწილად გაუმჯობესდა - 3%, არ შეცვლილა - 32%, გარკვეულწილად გაუარესდა - 39%, საგრძნობლად გაუარესდა - 25%, არ ვიცი, უარი პასუხზე -1%.
ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა ხელისუფლების მიერ კოვიდ-19 ის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებებით კმაყოფილია.
შეკითხვაზე: რამდენად კმაყოფილი ხართ ხელისუფლების მიერ კოვიდ-19 ის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებებით?, აგვისტოში მაჩვენებელი ასე გადანაწილდა: ძალიან კმაყოფილი - 37%, ნაწილობრივ კმაყოფილი - 45%, ნაწილობრივ უკმაყოფილო - 11%, ძალიან უკმაყოფილო - 6%, არ ვიცი/უარი პასუხზე - 2%.
რაც შეეხება იგივე შეკითხვას ივნისთან მიმართებით, პასუხები ასეთია: ძალიან კმაყოფილი - 41%, ნაწილობრივ კმაყოფილი - 38%, ნაწილობრივ უკმაყოფილო - 13%, ძალიან უკმაყოფილო - 7%, არ ვიცი/უარი პასუხზე - 1%.
გარდა ამისა, IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა ხელისუფლების მიერ კოვიდ-19 ის ეკონომიკური შედეგების წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებებითაც კმაყოფილია.
კერძოდ, შეკითხვაზე: რამდენად კმაყოფილი ხართ ხელისუფლების მიერ კოვიდ-19 ის ეკონომიკური შედეგების წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებებით? პასუხები აგვისტოსთან მიმართებაში ასე გადანაწილდა: ძალიან კმაყოფილი - 15%, ნაწილობრივ კმაყოფილი - 40%, ნაწილობრივ უკმაყოფილო - 24%, ძალიან უკმაყოფილო - 19%, არ ვიცი/უარი პასუხზე - 2%.
რაც შეეხება ივნისს, იგივე შეკითხვაზე პასუხი ასეთია: ძალიან კმაყოფილი - 19%, ნაწილობრივ კმაყოფილი - 37%, ნაწილობრივ უკმაყოფილო - 24%, ძალიან უკმაყოფილო - 18%, არ ვიცი/უარი პასუხზე - 3%.
გამოკითხვა Institute of Polling and Marketings-მა 4-დან 21 აგვისტოს შუალედში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს გზით 1 500 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევა US Agency for International Development-ის მიერაა დაფინანსებული. მისი საშუალო ცდომილება 2.5%-ია.