ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და მისი მეუღლე დააკავეს
24/10/2025 12:30:02 პოლიტიკა, სამართალი
ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი დააკავეს. ინფორმაციას ვასილ ივანოვ- ჩიქოვანის დედა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ახლა დამირეკეს პოლიციიდან ვასკას დაკავების თაობაზე. სამი მცირეწლოვანი ბავშვის დედ-მამა დააკავეს რუსთაველზე დგომის გამო“,- წერს ვასილ ივანოვ- ჩიქოვანის დედა დოდო შონავა.
ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის მეუღლე, ჟურნალისტი მაიკო ბოკერიაც დააკავეს.


