
სადღეისოდ საქართველოში COVID-19–ის 1488 აქტიური შემთხვევაა, მათგან 9 პაციენტი კრიტიკულია, 70–მდე კი –მძიმე
17/09/2020 07:31:41 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდ–ცენტრებსა და საიზოლაციო სამკურნალო მეთვალყურეობის საკარანტინო სივრცის სასტუმროში 1488 კოვიდ–ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
"კოვიდ–ინფიცირებული პაციენტებიდან კრიტიკულად მძიმედ არის 9 პაციენტი, მძიმე პაციენტების რაოდენობა კი 70-მდეა", – განაცხადა ეზუგბაიამ.
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2937-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1422. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.