Accentnews.ge
„სადღეისოდ არ არსებობს განსაკუთრებული მიზეზი ვიფიქროთ, რომ საქართველო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის არჩევნებს არ ჩაატარებს“

„სადღეისოდ არ არსებობს განსაკუთრებული მიზეზი ვიფიქროთ, რომ საქართველო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის არჩევნებს არ ჩაატარებს“

17/09/2020 09:26:21 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩევლის, ევრაზიის ქვეყნების დამოუკიდებელი მკვლევარის პოლ გობლის აზრით, სადღეისოდ არ არსებობს განსაკუთრებული მიზეზი, ვიფიქროთ, რომ საქართველო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არ ჩაატარებს.

„აქცენტი“ დაინტერესდა მკვლევარის შეფასებით, თუ ეპიდვითარებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებელი ვერ შეძლებს საარჩევნო პროცესზე დაკვირვებას, გააჩენს თუ არა ეს მისი შედეგების ლეგიტიმაციის რისკებს.

„საქართველომ წარსულში აჩვენა, რომ მას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩატარება შეუძლია და არ არსებობს განსაკუთრებული მიზეზი ვიფიქროთ, რომ ახლა ამას არ გააკეთებენ. როგორც წესი, დასავლეთის ქვეყნებს თავიანთ საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლები არ ჰყავთ და ჩემი აზრით, საქართველოც ასეთი ქვეყნების კატეგორიაში უნდა იყოს“, – განუცხადა გობლმა „აქცენტს“.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო შედეგებს, გობლმა შემდეგი განაცხადა:

“ის, რისი გაკეთებაც შეეძლება “ქართულ ოცნებას” მესამე ვადაში, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დიდი უმრავლესობა ეყოლება მომავალ პარლამენტში. თუ მოქმედმა მმართველმა პარტიამ დიდი უმრავლესობით გაიმარჯვა, იგი სავარაუდოდ, იმავე მიმართულებით სვლას განაგრძობს, რასაც აქამდე ვხედავდით. თუ ასე არ მოხდება, „ოცნების“ დამოკიდებულება სხვა პარტიებთან მიმართებაში შეიცვლება. დღევანდელი გადასახედიდან ნაკლებად სავარაუდოა, ამჟამად ვინმე გამოჩნდეს და შეცვალოს არსებული ბალანსი, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს აუცილებლად მოხდება".

ცნობისთვის: ეუთომ 2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერში საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიში ნათქვამია, რომ საარჩევნო პერიოდში ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის დაშინებას, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებას, საჯარო მოხელეებზე ზეწოლასა და ხმების ყიდვის ფაქტებს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 31 ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S