უბედურ შემთხვევას „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი ემსხვერპლა
17/09/2020 13:05:51 სამართალი
ქუთაისში უბედურ შემთხვევას „საქართველოს რკინგზის“ ორი თანამშრომელი ემსხვერპლა,– იუწყება „საქართველოს რკინიგზა“.
განცხადების თანახმად, ინციდენტი ქუთაისში მოხდა.
„ქუთაისში, თაბუკაშილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს მოხდა უბედური შემთხვევა. გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე ელექტრომონტიორი)",– ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
„საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლების გარდაცვალებისა და დაზიანების გამო.
"უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. კომპანია თანამშრომლობს გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები. მოკვლევაში ჩართულია შრომის უსაფრთხოების სამსახური“,– აცხადებენ კომპანიაში.


