ჩეჩნეთში ქვა აღმოაჩინეს შუა საუკუნეების ქართული წარწერით

17-09-2020 17:27:54 კავკასია

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგებმა იტუმ-ყალის რაიონში, ძველ სოფელ ბაულოიში აღმოაჩინეს ქვა, რომელზეც ასომთავრული ქართული ტექსტია ამოტვიფრული.

ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტის თანამშრომლის აზამათ ახმაროვის ინფორმაციით, ქვა ძველი მეჩეთის ნანგრევებში იპოვეს.

არტეფაქტი ჩეჩნეთის არქეოლოგიური კვლევების ცენტრში გადაიტანეს და როგორც ახმაროვი აცხადებს, ამჟამად ქართველ კოლეგებთან ერთობლივად დაწყებულია მუშაობა ტექსტის დეშიფრირებაზე.

“ეს აღმოჩენა უნიკალურია მთიანი ჩეჩნეთის ყველა ისტორიულ-გეოგრაფიული ოლქისათვის, მათ შორის – არგუნის ხეობისთვის, რომელიც საქართველოში იღებს სათავეს. მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ მთელს ტექსტთან გვაქვს საქმე (24 ასო) .მანამდე ჩეჩნეთში აღმოჩენილი მსგავსი ძეგლები მხოლოდ მოკლე ფრაზებს შეიცავდა რამდენიმე ასოსგან", - განმარტავს ახმაროვი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები