1 ოქტომბრიდან აფხაზეთში ელექტროენერგიის გათიშვა დაანონსდა

17-09-2020 18:09:33 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში 1 ოქტომბრიდან ელექტროენერგიის გათიშვები დაიწყება. ამის შესახებ დღეს კომპანია "ჩერნომორენერგოს" წარმომადგენლებმა "ენგურჰესის" ხელმძღვანელ ლევან მებონიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს.

«მაღალი ალბათობით, 1 ოქტომბრიდან შემოღებული იქნება შეზღუდვები მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე – ე.წ. მარაოსებური გათიშვები. განრიგს მოსახლეობას წინასწარ შევატყობინებთ», – განაცხადა დღეს კომპანია “ჩერნომორენერგოს” ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველოს დირექტორმა რუსლან ქვარჩიამ.

"ენგურჰესის" ხელმძღვანელ ლევან მებონიას განცხადებით, 2021 წლის 15 თებერვლისთვის აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტმა შესაძლოა, 150 მლნ კვტ/სთ შეადგინოს.ამასთან, სარემონტო სამუშაოების გამო 15 თებერვალს ელექტროსადგურის მუშაობა რამდენიმე თვით შეჩერდება.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სოხუმი მოსკოვთან ელექტროენერგიის გადაქაჩვის საკითხს განიხილავდა.

  • «ენგურჰესი» აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. სადგურის დადგმული სიმძლავრე 1300 მვტ-ს შეადგენს. კაშხალი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განთავსებული, მართვის პულტი – აფხაზურ მხარეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები