Accentnews.ge
„დათო ჩემი ბავშვობის მეგობარია, მას 20 ივნისის აქციის დარბევისას ესროლეს რეზინის ტყვია და ამ დრომდე კომაშია“

„დათო ჩემი ბავშვობის მეგობარია, მას 20 ივნისის აქციის დარბევისას ესროლეს რეზინის ტყვია და ამ დრომდე კომაშია“

24/06/2019 06:50:37 ციტატა

„დათო ჩემი ბავშვობის მეგობარი და მეზობელია, თითქმის ერთად გავიზარდეთ, ხშირად ვთამაშობდით უბანში, მის სახლში, უპატიოსნესი ბიჭი, მშრომელი, კეთილი, ლაღი, მთელი ცხოვრება ყვავილებზე ზრუნავს. პოლიტიკიდან შორს იყო. მისგან ძალადობა გამორიცხულია. მიხაროდა, რომ შევხვდებოდი და ასეთი კარგი ადამიანი დამდგარიყო.

20 ივნისის აქციის დარბევისას ესროლეს რეზინის ტყვია, რომელმაც ტვინი დაუზიანა. ორი ოპერაციის მერე ახლა კომაშია.

ვინც დათოს ეს დამართა, ამ ქვეყნის ახალაზრდობის, მომავლის, ადამიანობის მტერია. მან უდიდესი ცოდვა ჩაიდინა ღვთისა და დავითის მეგობრების, ოჯახის წინაშე. 

დათოს სისხლი თქვენ ხელზეა და თქვენ უნდა პასუხი აგოთ კანონის წინაშე!!!“

წერს "აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის" (EWMI) მრჩეველი საჯარო პოლიტიკისა და ანგარიშვალდებულების საკითხებში ნოდარ ტანგიაშვილი „ფეისბუქში“ პირად გვერდზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S