
20-21 ივნისის მოვლენების დროს დაშავებულები 19 ადამიანი კვლავ კლინიკებში რჩება, აქედან 2 მართვით სუნთქვაზეა
24/06/2019 07:22:18 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
20-21 ივნისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლის დროს დაშავებულებიდან 19 ადამიანი კვლავ კლინიკებში რჩება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულებიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ორივე მათგანი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ცნობისთვის: 20-21 ივნისს პარლამენტის შენობის წინ გამართული აქციის დაშლისას სულ 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 80 პოლიციელია.