
უჩა მამაცაშვილი: "ღიმილის მომგვრელია იმის აღმოჩენა, როგორ გულმოდგინედ ცდილობენ „ტვ პირველის“ ბიზნესმენი და პოლიტიკოსი მესვეურები ჩემს ირგვლივ სკანდალის შექმნას"
17/09/2020 19:30:34 საშინაო პოლიტიკა
ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილი ტელეკომპანია "პირველს" პასუხობს და აცხადებს, რომ "ღიმილის მომგვრელია იმის აღმოჩენა, როგორ გულმოდგინედ ცდილობენ არხის ბიზნესმენი და პოლიტიკოსი მესვეურებიმის ირგვლივ სკანდალის შექმნას"
„ჩემზე არაერთი ჭორი და უსაფუძვლო ბრალდება მომისმენია და, როგორც არასაჯარო პირს, მათზე რეაქცია, ძირითადად, არ მაქვს. თუმცა, „ტვ პირველი“ მაინც განსაკუთრებული შემთხვევაა – მათ საკუთარ თავს აჯობეს და რუსეთთან საიდუმლო ელჩობაში „მამხილეს“. მესმის, რომ საარჩევნო კამპანიაა და ტელევიზია ყველა ხერხით ცდილობს მეპატრონეებისა და დამფინანსებლების გულის მოგებას, თუმცა სიმართლესთან ოდნავ ახლოს მაინც ხომ უნდა იყოს ინფორმაცია, რომ დაგიჯერონ? ჩემთვის მძიმეა იმის ყურება, თუ როგორ წვალობენ და ბნელ ოთახში ეძებენ კატას, რომელიც იქ, რასაკვირველია, არ არის. რაც შეეხება სიუჟეტის შინაარსს, მის განხილვას, უბრალოდ, აზრი არ აქვს – როცა უკლებლივ ყველა სიტყვა და აქცენტი სიცრუეა, ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი ზედმეტი და შეურაცხმყოფელია. ღიმილის მომგვრელია იმის აღმოჩენა, როგორ გულმოდგინედ ცდილობენ „ტვ პირველის“ ბიზნესმენი და პოლიტიკოსი მესვეურები ჩემს ირგვლივ სკანდალის შექმნას. ამ ადამიანებს ვურჩევ ბრაზილიელი პროდიუსერების დაქირავებას. საპნის ოპერები მათი მოგონილია და ისინი უკეთ გაართმევენ თავს გამოგონილი ამბების სიმართლედ გასაღებას. ჩემი მხრიდან კი მზად ვარ, ბრაზილიელი სცენარისტების მგზავრობისა და ანაზღაურების ხარჯები საკუთარ თავზე ავიღო“, - განაცხადა უჩა მამაცაშვილმა ტელეკომპანია "პოსტ ტვ"-სთან საუბრისას.