ლევან ხაბეიშვილი:"ჩვენი საარჩევნო შტაბი დაარბიეს, ჩალეწეს მინები, დააზიანეს ბანერები"
18/09/2020 06:02:22 სამართალი
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, "გვიან ღამით პარტიის სამგორის საარჩევნო შტაბი დაარბიეს".
"ჩალეწეს მინები, დააზიანეს ბანერები. შუაღამის 2 საათზე მოხდა შემთხვევა და თვითმხილველები ამბობენ, რომ 2 მამაკაცი იყო, რომელმაც ორგანიზებულად მოიტანა აგურები, დაუშინა და გაიქცა. ეს არის ქვა, რომლითაც "ქართული ოცნება" საარჩევნო კამპანიის ჩატარებას აპირებს, ქვის ხანაში აპირებს ჩვენს დაბრუნებას, ეს არის ქვა, რომლითაც გაუსწორდნენ ჩვენ საარჩევნო შტაბს. მე მინდა ვუთხრა სამგორელებს, ეს არჩევნები არის თქვენი და ამ ქვის ხანაში დაბრუნებას ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ უარი", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.


