
დენიელ ჰამილტონი: „საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს დახმარებისთვის მზად უნდა იყოს“
24/06/2019 07:28:26 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ლონდონში არსებული ბიზნეს–პოლიტიკური საკონსულტაციო ფირმის მმართველი დირექტორი დენიელ ჰამილტონი ეხმიანება რუსული პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, საქართველოში მყოფი რუსი ტურისტები უსაფრთხოდ არ არიან.
„ვფიქრობ, ეს კრემლის ნარატივია, რომელიც მომავალ დღეებში კიდევ უფრო გაძლიერდება. სამწუხაროდ, როგორც წესი, რუსეთი ასეთი სახის ბრალდებებს მისი სამომავლო ქმედებების „გასამართლებლად“ იყენებს. საერთაშორისო საზოგადოებამ დიდი ყურადღებით უნდა ადევნოს თვალი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ქვეყნის დახმარებისთვის მზად უნდა იყოს“, – განაცხადა ჰამილტონმა „აქცენტთან“ საუბრისას.
ცნობისთვის: რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლას წყვეტს და რუს ტურისტებს სამშობლოში აბრუნებს.