შსს:"არასრულწლოვანმა სხვა არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, დაკავებულია 2 პირი"
18/09/2020 07:12:56 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გარყვნილი ქმედების ბრალდებით არასრულწლოვანი, ხოლო მასზე ძალადობის და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით 1 პირი 1989 წელს დაბადებულ ბ.ქ. დააკავეს - ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულმა არასრულწლოვანმა სხვა არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, რის შემდეგაც მას ძალადობისთვის ბრალდებულმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ ყურის არეში დაზიანებები მიაყენა. პოლიციამ დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 126-ე და 117-ე მუხლებით აწარმოებს" - ნათქვამია განცხადებაში.


