Accentnews.ge
კრემლს ანტიქართული ფლეშმობი „ბორჯომი" – უნიტაზში“ ჩაუვარდა

კრემლს ანტიქართული ფლეშმობი „ბორჯომი" – უნიტაზში“ ჩაუვარდა

24/06/2019 08:05:08 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

კრემლმა სოციალურ ქსელებში ფლეშმობი „ბორჯომი" – უნიტაზში“ წამოიწყო, რომელიც „რუსოფობული საქართველოს ეკონომიკის ჩაძირვას“ უნდა მომსახურებოდა, 


თუმცა ხელისუფლების ეს ნაბიჯი კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა. 

როგორც სოციალური ქსელების რუსული სეგმენტის მომხმარებლები აღნიშნავენ, ეს ფლეშმობი, სულ მცირე, სრული სიბეცეა, ვინაიდან სხვა თუ არაფერი, იმისათვის, რომ „ბორჯომი“ უნიტაზში ჩაღვარო, ის ჯერ უნდა იყიდო".

   

„ჯერ ერთი, ქართველების „რუსოფობია“ კრემლმა ჯერ უნდა დაამტკიცოს. მეორეც, იქნებ აგვიხსნან ამ იდიოტებმა, უნიტაზში ჩასაღვრელად „ბორჯომის“ მასობრივი  შესყიდვით როგორ ვაპირებთ საქართვეოს ეკონიმიკის დანგრევას?!“  - წერენ რიგითი მომხმარებლები.  

ზოგიერთი კომენტატორი კი ამ ანტიქართულ აქციაში ჩართულ რუსებს შეახსენებს : „ჰეი თქვენ, ვაი – პატრიოტებო, „ბოჯომი“ დიდი ხანია, რუსულია – მას ადგილობრივი კომპანია „ალფა გრუფი“ ფლობს“.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S