აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრა 2021 წელს საქართველოში ჩატარდება

18-09-2020 17:23:21 ეკონომიკა

აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ჩატარება საქართველოში, არის დიდი აღიარება და პატივი ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ADB-ის მმართველთა ბიზნესსესიის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, ესაა მასშტაბური ღონისძიება, რომელშიც 5 ათასზე მეტი მაღალი რანგის სტუმარი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის იქნებიან ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, ასევე, ბანკის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტები.

„ADB-ის 54-ე წლიური შეხვედრა კიდევ ერთი დიდი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნის წარმოჩენისთვის. იმედი მაქვს, გლობალური პანდემიის გამო შექმნილი სირთულეებისა და გამოწვევბის მიუხედავად, ჩვენ ღირსეულად ვუმასპინძლებთ ამ ღონისძიებას. კიდევ ერთხელ, მსურს მადლობა გადავუხადო ბანკის მმართველთა საბჭოს წევრებს საქართველოს მხარდაჭერისა და ნდობისთვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები