აშშ-ის უზენაესი სასამართლოს წევრი, რუთ ბეიდერ გინზბურგი, რომლის სახელსაც აშშ-ში ქალთა უფლებების გაძლიერება უკავშირდება, გარდაიცვალა

19-09-2020 14:44:53 საზოგადოება

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს წევრი, რუთ ბეიდერ გინზბურგი, 87 წლის ასაკში, კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოთი გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC წერს.

მას ხშირად იხსენიებდნენ გენდერული საკითხის ტრანსფორმაციის ფუძემდებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში.

რუთ ბეიდერ გინზბურგმა განათლება კორნელის უნივერსიტეტში, ჰარვარდსა და კოლუმბიის უნივერსიტეტში მიიღო.

1980 წლის 14 აპრილს პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა ამერიკის შეერთებული შტატების სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე კოლუმბიის საოლქო რაიონის მოსამართლედ წარადგინა.

1993 წელს კი, ბილ კლინტონის მიერ ნომინირებული იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. ის სენატმა 96 ხმით 3-ის წინააღმდეგ აირჩია.

1996 წელს გინზბურგმა ვირჯინიის სამხედრო ინსტიტუტის პოლიტიკა, სასწავლებელში მხოლოდ კაცების მიღების შესახებ, ანტიკონსტიტუციურად ცნო და განმარტა, რომ ეს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაა. ამავე წლიდან, აღნიშნულ სასწავლებელში სწავლის უფლება ქალებსაც მიეცათ.

მის სახელს უკავშირდება აქტი იმის შესახებ, რომ თანაბარ პოზიციაზე დასაქმებულ ქალებსა და კაცებს თანაბარი ხელფასი უნდა ჰქონდეთ.

2018 წელს ის ჩაერთო ქალთა შევიწროების წინააღმდეგ წამოწყებულ მოძრაობაში „მეც“, #MeToo.

მისი ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ 2018 წელს ფილმი On the Basis of Sex-ი გადაიღეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები