Accentnews.ge
"მათთან, ვისი ქცევაც პროვოკაციული იყო, დიალოგი არ იქნება"

"მათთან, ვისი ქცევაც პროვოკაციული იყო, დიალოგი არ იქნება"

24/06/2019 08:32:59 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ხელისუფლება საუბრობს მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან, ვინც პატივს სცემს ამ ქვეყნის მომავალს და კონსტიტუციას.

მისი თქმით, იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გავიდნენ, დიალოგი არ იქნება.

„ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან, რომელიც პატივს სცემს ამ ქვეყნის მომავალს და კონსტიტუციას. მათთან, ვისი ქცევაც იყო პროვოკაციული, რომლებიც მუდამ მოტივირებული არიან, რომ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გავიდნენ, დიალოგი არ იქნება, მათ კანონი გასცემს შესაბამის პასუხს. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათ პასუხს გასცემს კანონი. რაც შეეხება კონსულტაციებს, ის გაიმართება ყველასთან. არსებობს შესაბამისი ფორმატი, რომელიც საქართველოს პარლამენტშია შექმნილი. ეს დიალოგი შეეხება ყველას, როგორც პარლამენტში მყოფ პოლიტიკურ ძალებს, ასევე მის გარეთ,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ცნობისთვის: 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S