
"გახარიას გადადგომის საკითხი პოლიტსაბჭოზე არ განხილულა"
24/06/2019 08:30:53 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
მმართველი პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის განცხადებით, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის საკითხი არ განხილულა.
„ეს იყო უმრავლესობის სხდომა. ბატონი გიორგი გახარიას უმრავლესობის სხდომაზე ყოფნის აუცილებლობა არ იყო. არ ყოფილა მასზე საუბარი“-, აღნიშნა კალაძემ.
ცნობისთვის: გახარიას გადადგომა რუსთაველზე მიმდინარე მრავალათასიანი საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.