
თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობის საათები იცვლება
21/09/2020 05:42:31 საშინაო პოლიტიკა
დღეიდან მეტროპოლიტენი მგზავრებს კვლავ ჩვეული რეჟიმით, დილის 6 საათიდან ღამის 12 საათამდე მოემსახურება.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, დასრულებულია ენერგოუსაფრთხოების და სავენტილაციო სისტემების რეაბილიტაცია, რის გამოც მეტრო 2019 წლის 1 ივლისიდან დღემდე შემცირებული გრაფიკით, ღამის 11 საათამდე მუშაობდა.რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვალა 550 კმ მოძველებული ძალოვანი სადენები და დამონტაჟდა ევროპული სტანდარტის 32 სავინტელაციო სისტემა . პროექტის განსახორციელებლად აზიის განვითარების ბანკის მიერ 15 მლნ. დოლარი იყო გამოყოფილი.