Accentnews.ge
"მოეშვით ვაჭრობას და გადააყენეთ გახარია"

"მოეშვით ვაჭრობას და გადააყენეთ გახარია"

24/06/2019 08:46:15 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

“ევროპული საქართველოს” ერთ–ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია  ეხმიანება მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით და ხელისუფლებას მიმართავს, რომ "მოეშვას ვაჭრობას და გადააყენოს შს მინისტრი გიორგი გახარია".

"პრინციპულმა ბრძლამ გამოიღო პირველი შედეგი. ბრძოლა გრძელდება იმიტომ, რომ ვიცით, როგორ შეუძლია “ქართულ ოცნებას” პირობების გატეხვა. აღმაშფოთებელი და სამარცხვინო აგახარიას დატოვება თანამდებობაზე და ხალხთან ვაჭრობა თანამდებობებით. ეს არის შს მინისტრი, რომელმაც იყიდა ნაკლებად სასიკვდილო, ანუ სასიკვდილო ტყვიები და გასცა ბრძანება, დამიზნებით ესროლათ და დაესახიჩრებინათ ადამიანები. ეს ვერ შერჩება შს მინისტრს. ის არის ამ პოლიტიკური კრიზისის გამომწვევი. ამიტომ მოეშვით ვაჭრობას და გადააყენეთ შს მინისტრი", – განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის: 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.



ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S