
"გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს არ ვხედავთ"
24/06/2019 08:36:51 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
შს მინისტრ გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს არ ვხედავთ - აცხადებს ვიცე–სპიკერი და პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თამარ ჩუგოშვილი.
მისივე თქმით, გამოძიება დაიწყება ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით და სადაც არაპროპორციული იყო ძალა დადგება კონკრეტული პასუხისმგებელი პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც.
"ძალის გამოყენების შემთხვევებში, სადაც იყო არაპროპორციულობა, მათ შემთხვევებს უნდა მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება და ეს რეაგირება მოჰყვება, ვისი სამართლებრივი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება აგებს პასუხს,"-განაცხადა ჩუგოშვილმა.
ცნობისთვის: გახარიას გადადგომა რუსთაველზე მიმდინარე მრავალათასიანი საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.