Accentnews.ge
მაშველების ნაწილს ხელფასები გაუორმაგდა

მაშველების ნაწილს ხელფასები გაუორმაგდა

21/09/2020 08:24:47 სამართალი, რეკლამა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მყვინთავ-მაშველებს ხელფასები 100 %–ით გაეზარდათ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აგრძელებს სტრუქტურულ რეფორმირებას. განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარ სამმართველოში, შინაგან საქმეთა მინისტრ, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, შეიქმნა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს განყოფილებები. მასში გაერთიანდებიან მყვინთავ-მაშველები. დეცენტრალიზაცია ხელს შეუწყობს რეაგირების ეფექტურობის გაზრდას. ასევე, მყინთავ-მაშველებს ხელფასი გაეზარდათ 100 პროცენტით“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, აღნიშნული სიახლეები მყვინთავ-მაშველებს საგანგებო სიტუაციებზე მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა, სახანძრო-სამაშველო ძალების უფროს დავით სუხიშვილთან და განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამმართველოს უფროს ავთო თუთისანთან ერთად გააცნო.

შეხვედრას დისტანციურად დაესწრნენ დასავლეთ საქართველოს განყოფილების მყვინთავი მაშველები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S