"უბისა-შორაპნის გზის მშენებლობაზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქე, სავარაუდოდ, ინსულტის გამო გარდაიცვალა"
21/09/2020 09:24:54 სამართალი
20 სექტემბერს, 23:00 საათზე, სოფელ ბორითში არსებულ პერსონალის საცხოვრებელ ბანაკში, უბისა-შორაპნის გზის მშენებლობაზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქე, სავარაუდოდ, განვითარებული ინსულტის გამო გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავმტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გარდაცვლილი ამჟამად გადსვენებულია ქუთაისის პროზექტურაში და სიკვდილის ზუსტი მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.
"საავტომობილო გზების დეპარტამენტი მწუხარებას გამოთქვამს უბისა-შორაპნის გზის მშენებლობაზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქის გარდაცვალების გამო" - აცხადებენ უწყებაში.


