Accentnews.ge
სააკაშვილი – ხელისუფლების შეთავაზებაზე: "ვინც ახლა ამას დასთანხმდება, ან აბსოლუტურად სულელია,  ან ნაყიდი"

სააკაშვილი – ხელისუფლების შეთავაზებაზე: "ვინც ახლა ამას დასთანხმდება, ან აბსოლუტურად სულელია, ან ნაყიდი"

24/06/2019 09:01:14 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საქართველოს ექს–პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ „ვინც ახლა ამას დასთანხმდება, არის ან აბსოლუტურად სულელი ან ჩვეულებრივად ნაყიდი".

სააკაშვილის თქმით, 2020 წელს ნულოვანი ბარიერით ჩატარებული არჩევნები ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი პატარ-პატარა პარტიებს იყიდის.

„ბავშვებს დასთხარეს თვალები, საოცრებები ჩაიდინეს და თურმე რისთვის? იმისათვის, რომ ივანიშვილმა შეინარჩუნოს გახარია, შეინარჩუნოს დღევანდელი საარჩევნო კომისია, იჯდეს აქ 2020 წლის ოქტომბრამდე. ე.ი. მანამ, სანამ ყველაფერს დაალაგებს და ყველას დაიჭერს, დახურავს „რუსთავი 2“-ს და ყველასთან „გააიასნებს“ სიტუაციას. 2020 წელს ნულოვანი ბარიერი, რაც მსოფლიოში არ არსებობს, ნიშნავს რუსული პროექტების შეყვანას, პატარ-პატარა პარტიების ყიდვას, გაერთიანებების დაშლას და ამით საბოლოოდ ჩაიდებს ჯიბეში საქართველოს. ამისთვის დგას ხალხი ქუჩაში? ამისთვის დაიღვარა სისხლი და ამისთვის არის მსოფლიოში ამხელა მოძრაობა? ეს კაცი მართლა აბსოლუტურ იდიოტებად გთვლით? ივანიშვილი სრულ პანიკაშია. ვინც ახლა ამას დასთანხმდება, არის ან აბსოლუტურად სულელი ან ჩვეულებრივად ნაყიდი“ - განაცხადა სააკაშვილმა ვიდეო-მიმართვაში.

ცნობისთვის: 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S