Accentnews.ge
შაქარაშვილის საქმე: თავისუფლების აღკვეთის ნაწილზე შესაძლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა იმსჯელონ

შაქარაშვილის საქმე: თავისუფლების აღკვეთის ნაწილზე შესაძლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა იმსჯელონ

21/09/2020 12:06:46 სამართალი

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ნაწილში ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ გეგმავს, საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვის მოთხოვნა დააყენოს.

კობაიძის თქმით, ჯერჯერობით ადვოკატებს არ გადაუწყვეტიათ, მოითხოვენ თუ არა ანალოგიურ მექანიზმს ახალგაზრდა ფეხბურთელის მკვლელობის ნაწილშიც.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ამჟამად სასამარლო ორ ეპიზოდს განიხილავს: მთავარი საქმიდან გამოყოფილია ჯგუფურ ძალადობასა და თავისუფლების აღკვეთის მუხლებით წარმოებული საქმე, მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის საქმეს კი სასამართლო განცალკევებულად განიხილავს. სწორედ ამ 5 პირს შორისაა არჩილ გაგნიძე.

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურის თანახმად, შაქარაშვილის დაკარგვას წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, რომლის თავიდან ასარიდებლადაც შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც მისი კვალი დაიკარგა.

ამ დროისათვის 18 ივნისს მომხდარი ჩხუბის ეპიზოდზე 17 პირია დაკავებული. ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ბრალდებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც.

პროკურატურამ 10 ივლისს გამოქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შაქარაშვილის სიკვდილი წყალში დახრჩობამ გამოიწვია, მაგრამ მას სხეულზე გარდაცვალებამდე მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა. გარდა ამისა, გამოძიებას დაემატა ახალი მუხლი – დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, რომლის ფრგლებშიც ბრალი 5 პირს აქვს წარდგენილი.ბრალდებულები ბრალდებას არ აღიარებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S