ბათუმში ენმ–ის საოლქო კომისიის წევრი დააკავეს
21/09/2020 13:42:34 სამართალი
ბათუმში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საოლქო კომისიის წევრი დავით გეგიაძე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ის სისხლის სამართლის კოდექსის 126- ე მუხლით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქმე ეხება 21 სექტემბერს, გვიან ღამით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტს.
ადვოკატ ბადრი ბერიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საავადმყოფოში ახლობლის მოსანახულებლად მივიდა და გარკვეულ პროცედურებს აზუსტებდა, რა დროსაც მასსა და ერთ-ერთ ექიმს შორის შელაპარაკება მოხდა, თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა.
გეგეიაძე ადგილზე დააკავეს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.


