
"გადაუწყვეტელი ამომრჩევლის უმეტესობა მხარს ჩვენ დაგვიჭერს და "ლელო" არჩევნებში 25%-ზე მეტს აიღებს"
21/09/2020 19:50:06 საშინაო პოლიტიკა
"გადაუწყვეტელი ამომრჩეველის უმეტესობა მხარს ჩვენ დაგვიჭერს და "ლელო" არჩევნებში 25%-ზე მეტს აიღებს", – ამის შესახებ "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა.
"ყველა ბოლო კვლევა აცდენილია დროში, სივრცეში, ციფრებში. ერთი რამ არ არის აცდენილი, ეს არის გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა, რომელიც არის ძალიან დიდი. ზოგ კვლევაში, მე ვლაპარაკობ NDI-ის კვლევაში არის 60%-ზე მეტი, ზოგ კვლევაში არის 40%. რეალურად ეს არის ის ამომრჩეველი, რომლის უმეტესი ნაწილი ლელოს დაუჭერს მხარს და ჩვენ ვუყურებთ, რომ ეს იქნება მთლიანი [ამომრჩევლების] 25%-ზე მეტი",-განაცხადა ხაზარაძემ.
Edison research-ის კვლევის შედეგების თანახმად, "კითხვაზე ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები რომ დღეს ჩატარდეს?", პარტია "ლელოს" რესპონდენტთა 3% ასახელებს.