ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2–ჯერ მეტი შემთხვევა დადასტურდა, ვიდრე სომხეთში
22/09/2020 08:00:06 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 2–ჯერ მეტი შემთხვევა დადასტურდა, ვიდრე სომხეთში. დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში COVID-19 218 ადამიანს დაუდგინდა, სომხეთში კი – 115–ს.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3913-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1574 ადამიანი, ხოლო 22 გარდაიცვალა.
ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 969 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 31 485 000–ზე მეტი ადამიანი, 23 114 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.


