Accentnews.ge
ანტითურქული რეკლამების გამო "პატრიოტთა ალიანსი" 2 000 ლარით დაჯარიმდა

ანტითურქული რეკლამების გამო "პატრიოტთა ალიანსი" 2 000 ლარით დაჯარიმდა

22/09/2020 09:01:52 საშინაო პოლიტიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შინაარსი და "პატრიოტთა ალიანსი" ანტითურქული საარჩევნო რეკლამის გამო 2 000 ლარით დააჯარიმა.

საჩივრით ცსკ–ს "სამართლიანმა არჩევნებმა" მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავდა, რომ პარტიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსებული 9 რეკლამიდან 6 ანტითურქული იყო, "მიზნად ისახავდა თურქეთის მიმართ მტრული განწყობებისა და რელიგიური და ეთნიკური შუღლის გაღვივებას". ვიდეოებს თან ერთვოდა წარწერა, "დაიცავი შენი წილი საქართველო. შენ ეს შეგიძლია. ვიმოქმედოთ, ნუ დავუთმობთ აჭარას თურქეთს".

პარტიიდან ცსკ–ს საჩივრის საპასუხოდ აცნობეს, რომ ფეისბუკგვერდი "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" არ ეკუთვნოდათ მათ, მხარდამჭერების შექმნილი იყო. პარტია ამტკიცებდა, რომ "ეს არ იყო პოლიტიკური რეკლამა და აღნიშნავდა, რომ ეს შუღლის გაღვივებისკენ მოწოდება კი არა ისტორიული ფაქტების ასახვა იყო".

2020 წლის არჩევნების წინა პერიოდში პარტიის სახელით აჭარაში რამდენიმე ბანერი გამოაკრა, სადაც აჭარა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ფერად იყო გამოსახული, რაც აჩენდა განცდას, რომ ისიც ოკუპირებული იყო. ამ ბანერსაც ჰქონდა წარწერა "დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო". პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებდა, რომ მისი პარტიის "სადავო ბანერი შესაძლოა, ბოკერიას და სააკაშვილის პროვოკაცია ყოფილიყო".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S